logo_geo
eng_logo
„გიგა ბოკერია პატიმრების დახვრეტისთვის, ციხეში უნდა დალპეს!“
- +

15 იანვარი. 2020. 22:15

 

 

„ასავალ-დასავალის“ წინა ნომერში გამოქვეყნებულმა ექსკლუზიურმა ინტერვიუმ შსს-ს საგანგებო დავალებათათა სამმართველოს ყოფილ სპეცრაზმელთან ნიკა ბერიძესთან, რომელშიც მან დეტალურად მოგვითხრო, როგორ ესროდა გიგა ბოკერია პატიმრებს ავტომატს 2006 წლის 27 მარტის ე.წ. ორთაჭალის ციხის ბუნტისას, უკვე პირველი შედეგი გამოიღო:

 

გაზეთის გამოსვლის მეორე დღესვე, 24 დეკემბერს, ნიკა ბერიძე პროკურატურაში დაიბარეს და მრავალი საათის განმავლობაში, ჰკითხავდნენ ე.წ. ორთაჭალის ციხის ბუნტის საქმეში გიგა ბოკერიას მონაწილეობის შესახებ! და როგორც ნიკა ბერიძემ მითხრა, ის პროკურატურაში გიგა ბოკერიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ძიებისას მოწმის სტატუსით იყო დაბარებული!

 

ზემოხსენებულმა ინტერვიუმ დიდი გამოხმაურება პოვა ქართველ საზოგადოებაშიც. ინტერვიუ სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მის შესახებ უკვე უცხოეთში მცხოვრები ქართველებისც ალაპარაკდნენ!

 

მაგალითად, გერმანიაში ემიგრირებულმა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლმა დავით გაიხარაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ მანაც პირადად ნახა ავტომატიანი ბოკერია, რადგან იმ ე.წ. ციხის ბუნტისას, ის თავადაც ორთაჭალის ციხის პატიმარი გახლდათ!

 

ჰოდა, მეც დიდ ხანს არ მიფიქრია დავით გაიხარაშვილთან ინტერვიუს ჩასაწერად...

 

- ბატონო დავით, თქვენ აცხადებთ, რომ 2006 წლის ციხის ბუნტისას პირადად იხილეთ ავტომატიანი გიგა ბოკერია. სანამ ამას მოგვიყვებოდეთ, იქნებ გვითხრათ, რატომ იჯექით მაშინ ორთაჭალის ციხეში?

 

- ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ვიჯექი, რაც, რა თქმა უნდა, არ ჩამიდენია - ჩემს სასამართლოზე რვა მოწმე მყავდა, რომლებიც ამტიცებდნენ ჩემს უდანაშაულობას და იმას, რომ ავტომობილის ქურდობისას მე სულ სხვა ადგილას ვიყავი და ვერანაირად ვერ მოვიპარავდი იმ ავტომობილს! მე ნაცბანდა მდევნიდა და ჩემს ფიზიკურ ლიკვიდაციასაც გეგმავდნენ... წარმოიდგინეთ, დაპატიმრებამდე ქუჩაში მხოლოდ დედაჩემთან ერთად გამოვდიოდი, რომ რაღაც არ მოეწყოთ ჩემთვის!

 

- რატომ გდევნიდნენ?!

 

- მე ორი ძმა მომიკლეს! ეს შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოხდა...

 

- ვინ და რატომ მოკლა თქვენი ძმები?

 

- ჩემი ძმები მოკლეს პოლიციელებმა, პროკურატურის თანამშრომლებმა და უშიშროების წარმომადგენლებმა! მოკლედ რომ გითხრათ, ჩემს ძმებს რაღაც ბარის ყიდვა სურდათ, 300 ათას ლარად. ადილზე მისულებს კი მათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები დახვდნენ და... ეს მე მითხრა ადამიანმა, რომელიც შემთხვევით შეესწრო ამ ამბავს - მან დაინახა, როგორ კრეფდნენ იატაკიდან სისხლიან ფულს ტყავის კურტკაში გამოწყობილი ხალხი, რომლებმაც მაშინ ჯერ კიდევ მილიციის პირადობის მოწმობა უჩვენეს, წადი აქედანო!

 

ჰოდა, მე მკვლელებს უკვე სააკაშვილის რეჟიმის დროს მივაკვლიე - ისინი ნაცრეჟიმის პირობებში მაღალ თანამდებობებზე იყვნენ მოკალათებულები. და როცა მათ გაიგეს, რომ მე მათ მივაგენი, გადაწყვიტეს ჩემი განეიტრალება - აი, ასე აღმოვჩნდი ორთაჭალის ციხეში იმ ავბედით დღეს - 2006 წლის 27 მარტს!

 

- დეტალურად მოგვიყევით, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

 

- მე ეს „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ, თქვენი კოლეგის ზაზა დავითაიას ვიდეო-ბლოგშიც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: მე მაშინ ორთაჭალის ციხეში 52-ე საკანში ვიხდიდი უკანონო პატიმრობას! იმ საღამოს გავიგეთ პატიმრებმა, რომ ციხის საავადმყოფოში პატიმრებს აწამებდნენ და სწორედ ამაზე პროტესტს მოჰყვა ხმაური!

 

- ანუ ეს ბუნტი იყო?

 

- არანაირი ბუნტი ეს არ იყო! უბრალოდ საკნებში ვყვიროდით პატიმრები და მოვითხოვდით, რომ შეეწყვიტათ ჯალათებს ჩვენი მეგობრების წამება! ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია რომ იტყო, იქიდანაც ჩანს, რომ ბევრი საკნის კარები ღია დაგვხვდა!

 

- ანუ ადმინისტრაციამ წინასწარ გააღო კარების კლიტეები და თვითონ მოშორდნენ იქაურობას?

 

- დიახ! მათ აშკარად სჭირდებოდათ, რომ შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს „პატიმრებმა ციხე აიღესო“! არადა, ჩვენთვის კარები რომ არ გაეღოთ, საკნებიდან ცხვირსაც ვერ გამოვყოფდით!

 

მოკლედ, ციხის კორპუსს და საკნების ფანჯრებს გარედან ავტომატები რომ ესროლეს, ზოგი საკნიდან დერეფანში გამოვარდა, ზოგის სხვა საკანში შევიდა... ასე აღმოვჩნდი მეოთხე სართულზე, ერთ-ერთ საკანში, სადაც 17 წლის ბავშვი დაიჭრა მძიმედ...

 

- როგორ დაიჭრა?

 

- გარედან ნასროლი ავტომატის ტყვიით! მოკლედ, ეს ბავშვი ავიყვანე ხელში და მივაშურე პირველ სართულს, რომ სასწრაფო დახმარებისათვის გადამეცა. ასე აღმოვჩნდი პირველი სართულის შემოსასვლელთან და სწორედ მაშინ დავინახე ავტომატგადაკიდებული ძმები ახალაიები და გიგა ბოკერია!

 

გიგა ბოკერია შეშლილი სახით, სპეცრაზმელებს ბრძანებებს აძლევდა, არავინ არ დაინდოთო! მე ეს დაჭრილი ბავშვი იქვე მდგარ სასწრაფო დახმარების მანქანაში დავაწვინე (როგორც შემდეგ გავიგე, ის გადაურჩენიათ სიკვდილს, სისხლისგან იცლებოდა...) და ამ დროს მომვარდნენ სპეცრაზმელები და დამიწყეს ცემა - სასტიკად დამლეწეს!

 

ორი მათგანი ამოვიცანი: ერთი იყო ბაჩო ახალაიას ზონდერი ნუკრი ხუჭუა და მეორე - რუსთაველი ჯალათი გოჩა მერაბაშვილი...

 

სწორედ მაშინ დავინახე, როგორ ურტამდა წიხლებს გავეშებული გიგა ბოკერია მიწაზე დაყრილ დასისხლიანებულ პატიმრებს! მათ შორის, მგონი, უკვე ცხედრებიც იყვნენ, რადგან არ ინძრეოდნენ!

 

შემდეგ, მე, 30 კაცთან ერთად, მეექვსე საპყრობილეში გადამიყვანეს - იქიდან სამი მოკვდა! რომ მოჰყავდათ პატიმრები, მათგან გავიგე, ბოკერია პირადად ესროდა ავტომატს საკნებში მყოფ პატიმრებსო! იყვნენ ისეთებიც, ვინც ამბობდა, ბოკერიამ ჩვენს თვალწინ დაახალა „საკონტროლო გასროლა“ დაჭრილ პატიმრებსო! ჰყვებოდნენ ასევე, რომ საკნებში ,,ერგედეს“ ტიპის ხელყუმბარების შეუყარეს ხალხს!

 

- ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლი 9 კაცი იყო...

 

- ეს წარმოუდგენელი ტყუილია! ჩემი გაანგარიშებით, სადღაც 80 კაცამდე მოკლეს! მე ჩემი თვალით ვნახე დერეფანში და კიბეებზე დაყრილი ოთხმოცამდე სისლში მცურავი ათობით პატიმარი!

 

- ოთხმოცამდე?

 

- დიახ! ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან , თურმე, შეუწყვეტლივვ გაჰყავდათ ცხედრები...

 

მე შემდეგ რომ გავაანალიზე ყველაფერი, ასეთ დასკვნამდე მივედი: ეს ,,ციხის ბუნტი“ მხოლოდ იმიტომ კი არ მოგვიწყვეს, რომ დაეტერორებინათ ციხეც და საერთოდ, ქვეყანაც, არამედ, სპეციალურად შეჰყარეს ორთაჭალის ციხეში ის ხალხი, ვისაც ერთად გაანადგურებდნენ! ანუ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სასაკლაო, რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, სააკაშვილთან ერთად იყო გიგა ბოკერია!

 

- დეპუტატი ბოკერია...

 

- დიახ! მოკლედ, წარმოუდგენელია, ბოკერია დღემდე თავისუფლად დადიოდეს და კიდევ დეპუტატის ხელშეუხებლობით სარგებლობდეს! მაგისი ადგილი არის ციხეში, რადგან მკვლელი და ჯალათია! პირდაპირ გეტყვით, ბოკერია სადმე რომ გადამეყაროს, თავის ქალას ავხდი!

 

და თუ პროკურატურა მართლა დაინტერსედება ამ ციხის ბუნტის საქმით, მე მზად ვარ, მივცე ჩვენება ბოკერიას წინააღმდეგ!

 

სამართალი უნდა აღსრულდეს!

 

 

ესაუბრა გიორგი გიგაური

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner