logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეში: პანდემიამ მთელი თაობა კატასტროფის წინაშე დააყენა, რამაც შესაძლოა, ათწლეულების პროგრესი უკან დახიოს
- +

4 აგვისტო. 2020. 14:07

 

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ პანდემიამ განათლების სისტემებს ისტორიაში ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა.

 

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, კორონავირუსის შემაკავებელმა ზომებმა მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთ მილიარდზე მეტ სტუდენტზე იქონია გავლენა.

 

ამასთან, გუტერეშის განცხადებით, წელს 40 მილიონმა ბავშვმა სკოლამდელი ასაკის განათლების მიღება ვერ შეძლო.

 

„მსოფლიოს მასშტაბით, მთელი თაობა კატასტროფის წინაშდე დგას, რამაც შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი უკან დახიოს, შესაძლებლობების უდიდესი პოტენციალი გაფლანგოს და არსებული უთანასწორობები კიდევ უფრო გაამწვავოს “, – განაცხდა გუტერეშმა ბრიფინგზე.

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოსთვის ახლა გადამწყვეტი პერიოდია, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდების მომავალზე უდიდეს გავლენას იქონიებს.

 

გუტერეშმა მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ აუციელებელია, სკოლები ახლო მომავალში უსაფრთხოების ყოველი ზომის გათვალისწინებით გაიხსნას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner