logo_geo
eng_logo
დიმიტრი პესკოვი: ინფორმაცია, რომ რუსეთი ტრამპის წინაღმდეგ კომპრომატებს ფლობს, სიმართლე არ არის
- +

11 იანვარი. 2017. 17:06


 


რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი დონალდ ტრამპის წინაღმდეგ კომპრომატებს ფლობს სიმართლე არ არის და ორმხრივი ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენების მცდელობას წარმოადგენს.


მსგავსი ფაბრიკაციები არის აშკარა მცდელობა დააზარალოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები" - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.


6 იანვარს, ნიუ იორკში გამართულ სპეციალურ ბრიფინჰზე, აშშ-ის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ტრამპს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ.


ტელეკომპანიის ცნობით, კომპრომატები მოსკოვმა ჰაკერული თავდასხმების შედეგად მოიძია და სწორედ ამაზეა საუბარი დაზვერვის ანგარიშის გასაიდუმლოებულ ნაწილში, რომელიც მხოლოდ მოქმედ და არჩეულ პრეზიდენტებს და 8 სენატორს გააცნეს.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner