logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს ორ წელიწადში 34 ათასი მიგრანტის მიღებაზე შეთანხმდნენ
- +

16 ნოემბერი. 2017. 11:40



ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს ორ წელიწადში აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან 34 ათასი მიგრანტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა განაცხადა.


მანამდე მიღებული ორწლიანი გეგმის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში მისაღები მიგრანტების რიცხვი 50 ათასს შეადგენდა.


მიგრანტების მიმღები ქვეყნები თითოეული მიგრანტის შენახვისთვის 10 000 ევროს მიიღებენ. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა ჯერ გერმანიას არ მიუცია, სადაც მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


გარდა ამისა, ევროკავშირმა პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი იმ შესაძლო ზომების შესახებ გააფრთხილა, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში განხორციელდება.








 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner