logo_geo
eng_logo
ნენსი პელოსმა ტრამპს მოუწოდა, ბიუჯეტის არ არსებობის გამო 29 იანვარს კონგრესში დაგეგმილი გამოსვლა გადადოს
- +

18 იანვარი. 2019. 03:01

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა პრეზიდენტს მოუწოდა, ბიუჯეტის არ არსებობის გამო, 29 იანვარს კონგრესში დაგეგმილი ყოველწლიური სიტყვით გამოსვლა გადადოს. საპასუხოდ დონალდ ტრამპმა, ნენსი პელოსს ბიუჯეტის არ არსებობის მიზეზით, ტურნესთვის თვითმფრინავი არ გამოუყო. დაგეგმილი ვიზიტები კი, გადაუდო. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

როგორც წესი, სპიკერი ტურნეში სამხედრო თვითმფრინავით მიემგზავრება. დაგეგმილი ტურნეების თარიღების შესახებ კი ინფორმაცია წინასწარ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ საჯაროვდება. ნენსი პელოსი ბელგიას, ეგვიპტესა და ავღანეთს უნდა წვეოდა.

 

აღსანიშნავია, რომ დემოკრატმა ნენსი პელოსმა პრეზიდენტს მისი ვიზიტების გადადებამდე ერთი დღით ადრე წერილობით მიმართა. თუმცა, ნენსი პელოსის თქმით, მას პრეზიდენტისგან პასუხი არ მიუღია.

 

აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე 27 დღეა ბიუჯეტის გარეშე, ნაწილობრივ ფუნქციონირებს. ფინანსურ დოკუმენტზე კონგრესსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოება მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხს უკავშირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×