reportiori.ge - „საფეთქელში დამიზნებით ესროლა“ - ქმრის მიერ მოკლული კიდევ ერთი ქალი და დაობლებული პატარები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 06 დეკემბერი, 2019. 12:16
პრეს-დაიჯესტი
„საფეთქელში დამიზნებით ესროლა“ - ქმრის მიერ მოკლული კიდევ ერთი ქალი და დაობლებული პატარები
10 თებერვალი, 2016. 03:59


"ლიკას ორი შვილი დარჩა, უფროსი 9 წლის არის, უმცროსი კი 5-ის; როგორი გადასატანიიქნება მომხდარი მათთვის?! შვილებს დედა მოუკლა და ცხოვრება დაუმახინჯა. როცაციხიდან გამოვა, შვილებს თვალებში როგორ უნდა შეხედოს?! ამას არასოდეს აპატიებენ"




6 თებერვალს, გვიან ღამით თბილისში მორიგი ტრაგედია დატრიალდა - 31 წლის ლიკა ტატუაშვილი ყოფილმა მეუღლემ პისტოლეტის ერთი გასროლით, ქუჩაში გამოასალმა სიცოცხლეს. ბოლო 10 დღის განმავლობაში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ეს უკვე მეორე მკვლელობაა, რომელიც დედაქალაქში მოხდა. წინა შემთხვევაში ორი შვილის დედა, 30 წლის ნინო კილასონია ყოფილმა მეუღლემ, ფაქტობრივად, შვილების თვალწინ  მოკლა. ლიკა ტატუაშვილი ყოფილ მეუღლეს 3 წლის დაშორებული იყო და დედაქალაქში, კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩაზე ცხოვრობდა, მუშაობდა და მცირეწლოვან შვილებს ფულს სოფელში უგზავნიდა. ის ამავე ქუჩაზე მეგობრის ბინიდან, რომელთანაც ის ბოლო 2 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, საკუთარმა მამიდამ გამოიყვანა მეუღლესთან დასალაპარაკებლად, რომელიც მკვლელობას შეესწრო.




40 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.




გარდაცვლილის მეგობარი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარზე გვესაუბრა:




- უახლოესი ადამიანი მომიკლეს, შეძრწუნებული ვარ; იმასაც ძალიან განვიცდი, რომ ლიკას გარშემო უამრავი ჭორი გავრცელდა. არადა, მას საჭორაო არაფერი ჰქონდა! ძალიან თბილი და იმდენად ძლიერი ადამიანი იყო, რომ საკუთარ ტკივილებზე ლაპარაკით არასოდეს შეგაწუხებდა.


მეუღლეზე, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, არასოდეს ლაპარაკობდა, როგორც ჩანს ისეთი მძიმე წლები ჰქონდა მასთან გამოვლილი, ძალიან უმძიმდა ლაპარაკი, მაგრამ ვინაიდან მისი შვილების მამა იყო და თან ლიკასთან შეხვედრას დაჟინებით მოითხოვდა, ლიკა რამდენჯერმე შეხვდა. როგორც ვიცი, წინა შეხვედრებისას არ უჩხუბიათ...




ლიკას ორი შვილი დარჩა, უფროსი 9 წლის არის, უმცროსი კი 5-ის; როგორი გადასატანი იქნება მომხდარი მათთვის?! შვილებს დედა მოუკლა და ცხოვრება დაუმახინჯა. როცა ციხიდან გამოვა, შვილებს თვალებში როგორ უნდა შეხედოს?! ამას არასოდეს აპატიებენ.




- მკვლელობა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა...


- არ ვიცი, რა ვთქვა, სამი წელია უკვე არ ცხოვრობდნენ ერთად... ლიკას ღამით მამიდამ დაუძახა, - ახლა ყველა იმ საწყალ ქალს ამტყუნებს, გოგო შუაღამისას გარეთ რატომ გამოიყვანაო, მაგრამ რა იცოდა ლიკას ქმარს გულში რა ჰქონდა; როგორც ჩანს, აღარ მოეშვა, - ლიკას შემხედვარე, შერიგება მინდაო... ეტყობა, ქალს გული ცუდს უგრძნობდა და ლიკა ყოფილ ქმარს რომ ელაპარაკებოდა, იმ ადგილს არ მოშორებია, იქვე იდგა ახლოს. რას წარმოიდგენდა, რომ იარაღით იყო მისული და გოგოს მოკვლას აპირებდა. ამ უბედური ქალის თვალწინ მოხდა ყველაფერი... საფეთქელში დამიზნებით ესროლა, თავის ქალა ჰქონდა ახდილი. გოგო გამუდმებით მუშაობდა, რათა ბავშვებისთვის არაფერი მოეკლო, მარტო იმათი სიხარულით ცხოვრობდა... ბოლოს ყვავილების მაღაზიაში მუშაობდა, ფაქტობრივად, ქუჩაში იდგა დილიდან დაღამებამდე. წელს საშინელი ყინვები იყო და ისეთი გაყინული მოდიოდა შინ, ძალიან მტკივა გული...

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016