„რომ ამბობენ, რომ ცვლილებების შეტანა უნდოდათ ტექსტში – რა ცვლილებების შეტანა უნდოდათ ტექსტში, ჩემთვის არავის უთქვამს, თუმცა, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა იყო ის ცვლილება, რაც მათ რეზოლუციის პროექტში უნდოდათ?“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საგანგებო რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.
„ეს დოკუმენტი ორშაბათს, საღამოს ევროპარლამენტის აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა განიხილა და ამ პოლიტიკური ჯგუფების წევრები, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, არიან ქალბატონი ანა წითლიძეც, ბოტკოველიც და ბატონი ვაშაძეც. როგორც ანა წითლიძემ მითხრა, მას ჰქონდა მსჯელობა თავის პოლიტიკურ ჯგუფში. მე მაინტერესებს, ვაშაძეს დაუმალეს თუ ლიბერალების პოლიტიკურმა ჯგუფმა აჩვენა ეს დოკუმენტი და რა პოზიცია ჰქონდა ამ ჯგუფს?
რომ ამბობენ, რომ ცვლილებების შეტანა უნდოდათ ტექსტში – რა ცვლილებების შეტანა უნდოდათ ტექსტში, ჩემთვის არავის უთქვამს, თუმცა, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა იყო ის ცვლილება, რაც მათ რეზოლუციის პროექტში უნდოდათ?
ყოველ ჯერზე საჭიროა, შევახსენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რა არის გამოწვევა. თამარ კორძაიასთვის თუ უკვე გადაწყვეტილია ეს პრობლემა, ჩვენთვის ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ არის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„მონები“, „ქვეყნის გამყიდველები“, „სამარცხვინოები“ – ამ შეძახილებით დახვდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელიდან დაბრუნებულ რადიკალური ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევრონესტზე პროევროპულ რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.