leaderboard_below_slide
left_sabechdi

თავდაცვის მინისტრი ბულგარეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მინისტრმა ბულგარეთის მხარეს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობისა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზე.

შეხვედრას ბულგარეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჰრისტო ნოჩევი დაესწრო.

 

ასევე იხილეთ