top_leaderboard

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“ და ადმინისტრაციულ შენობებზე განათება გამორთო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ელექტროენერგიის მოხმარებაზე უარის თქმით შეუერთდა ყოველწლიურ კამპანიას, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიას არ იყენებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ასევე იხილეთ