top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი რუხაძე ბიძინა ივანიშვილზე: ის თუ დასავლეთს რაღაცაში აკრიტიკებს, არ აკრიტიკებს იმიტომ, რომ რუსეთია კარგი – ეს ლოგიკური ჯაჭვი არის ძალიან მცდარი

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ, 29 აპრილს, საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვა გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მის სიტყვაში არაფერი იყო რუსეთთან მიმართებაში.

„რამდენჯერმე მოვუსმინე ბიძინა ივანიშვილის სიტყვას, შეიძლება იქ რაღაცები არის, რომელიც დაზუსტებას მოითხოვს, მაგრამ არაფერია ეს რუსეთთან მიმართებაში. ბიძინა ივანიშვილის სიტყვა ერთი წინადადებით რომ ჩამოვაყალიბოთ არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ საქართველოს ბედი. ის თუ დასავლეთს რაღაცაში აკრიტიკებს ის არ აკრიტიკებს იმიტომ, რომ რუსეთია კარგი და ეს ლოგიკური ჯაჭვი არის ძალიან მცდარი. ის რომ მე რაღაცები არ მომწონს დასავლეთში, იმ წუთში რატომ მიმყავს საქართველო რუსეთში?! ეს აბსოლუტურად გაუგებარია“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

ასევე იხილეთ