top_leaderboard

თამთა მეგრელიშვილი: ამ სამართლებრივი ჟესტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული კანონის წინაშე ნიკა გვარამია დამნაშავე იყო!

„სტრასბურგის სასამართლომ მათი პოზიციის არაკანონიერებაში და ტყუილში ამხილა აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი ჰარცელი, ე.წ. ფსევდოლიბერალური ელიტა და „ენჯეო სექტორი”, რომლებიც ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობდნენ. ისმის კითხვა – ადამიანის უფლებათა სასამართლოს რისი თქმა უნდა ამით?! პასუხი მარტივია, ამ სამართლებრივი ჟესტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული კანონის წინაშე ნიკა გვარამია დამნაშავე იყო და უმნიშვნელოა, ის აღიარებდა თუ არა მის მიმართ წაყენებულ ბრალს“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გვარამიას სარჩელის განსახილველად არ მიღებას.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მათი პოზიციის არაკანონიერებაში და ტყუილში ამხილა აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი ჰარცელი, ე.წ. ფსევდოლიბერალური ელიტა და „ენჯეო სექტორი“, რომლებიც ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობდნენ.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამოცანაა, დაადგინოს, იცავენ თუ არა სახელმწიფოები კონვენციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს — ამისათვის როგორც კერძო ინდივიდების, ისე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების საჩივრებს განიხილავს. სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეტანა შეგიძლიათ, თუკი ფიქრობთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული რომელიმე უფლება დაირღვა. მაგალითად: სიცოცხლის უფლება; სისხლის სამართლისა და სამოქალაქო ხასიათის საქმეების სამართლიანი განხილვის უფლება; სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და სხვ. არ ვიცი, ნიკა გვარამიამ რა მოტივით გადაწყვიტა, საკუთარი საქმე საერთაშორისო განხილვის საგნად ექცია, მაგრამ ფაქტია, მან ამ საშუალების გამოყენება სცადა, თუმცა, ვნახეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი საქმე განსახილველადაც არ დაუშვა. ისმის კითხვა – ადამიანის უფლებათა სასამართლოს რისი თქმა უნდა ამით?! პასუხი მარტივია, ამ სამართლებრივი ჟესტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული კანონის წინაშე ნიკა გვარამია დამნაშავე იყო და უმნიშვნელოა, ის აღიარებდა თუ არა მის მიმართ წაყენებულ ბრალს; სტრასბურგის სასამართლომ მათი პოზიციის არაკანონიერებაში და მეტიც ტყუილში ამხილა აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი ჰარცელი, რომლებიც ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობდნენ; სტრასბურგის სასამართლომ ასევე ამხილა ე.წ. ფსევდოლიბერალური ელიტა, რომელიც გამუდმებით გვარამიას უდანაშაულობაზე საუბრობდა; მან ასევე არ დაინდო ადგილობრივი „ენჯეო სექტორი“, რომელიც მუდმივად პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე აპელირებდა;

სტრასბურგის სასამართლომ სამართლებრივი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სალომე ზურაბიშვილის მიერ გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებაც, რადგან სტრასბურგის სასამართლომ არ დაუშვა რა გვარამიას სარჩელი განხილვაზეც, პირდაპირ დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა დამნაშავე კრიმინალი შეიწყალა და ის ამ შეწყალებისას არა სამართლიანობის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დავალებით მოქმედებდა.

მინაწერი: საბედნიეროდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დღემდე რჩება მიუკერძოებელ, სამართლიანობაზე ორიენტირებულ სუბიექტად და მისადმი ნდობა, განსხვავებით გვარამიასაგან, გონიერ ადამიანებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს“, – წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ასევე იხილეთ