„მოგილოცავთ თქვენ და თითოეულ ქართველს ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელსაც 30 წელი ველოდით. მინდა, საქართველოს ნაკრებს ვუსურვო დიდი წარმატება უკვე ევროპის ჩემპიონატზე,“ – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა პირველ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მან მთლიანად საქართველოსა და თითოეულ ქართველს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გუშინდელი გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მიულოცა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობდა და პირველ რიგში, ჩვენს ფეხბურთელებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.