leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის ყოფა რაღაცით უნდა დაემსგავსოს პატიმრობას

“სააკაშვილის ყოფა რაღაცით უნდა დაემსგავსოს პატიმრობას. გამოდის ტელევიზორში, სასამართლო უფლებას აძლევს, წარმოგიდგენიათ სად ვიყავით და სად ვართ? ადამიანი სასამართლო პროცესს ესწრება როგორც მსჯავრდებული, ბრალდებული, გამოდის ჩართვებით, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. დღეში ლამის 10 კაცი დადის, „ნაცმოძრაობის“ ოფისივით აქვს გახსნილი”, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებაზე იმის შესახებ, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ ეძლევათ, მათი საჩივრის განხილვა კი თვეების განმავლობაში არ ხდება, რაც აჩვენებს, რომ სააკაშვილი და ოპოზიცია პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციაა პოლიტიკოსის შეშვება ან არ შეშვება. ეს არ არის ვალდებულება და როცა ამას ხაზარაძის ტელევიზია ვალდებულების კონტექსტში განიხილავს, ეს არის ტყუილი არგუმენტი.

„ეს ადამიანი ახლა რას აკეთებს, რა სტატუსი აქვს, პატიმრობაშია ხომ? სანატორიუმი ჰქონდა გახსნილი იქ ფაქტიურად და ახლაც არ აკლია ბევრი სანატორიუმამდე. იმასაც კი გვსაყვედურობენ, გიორგი გახარიას რადიკალობა და ჩვენი ხმების წართმევა რომ მოუნდება, გადაიყვანეთ ციხეშიო იძახის. ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა. პოლიტიკოსები კი არა, დღეში 3-4 ვიზიტორი რომ ჰყავდა, მგონი მსოფლიოში უპრეცედენტო იყო ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით მისი შემთხვევა, ამიტომ, ცოტა აღვიქვათ, რომ ის პატიმარია. მისი ყოფა რაღაცით უნდა დაემსგავსოს პატიმრობას. გამოდის ტელევიზორში, სასამართლო უფლებას აძლევს, თქვენ წარმოგიდგენიათ სად ვიყავით და სად ვართ? მსჯავრდებული, ბრალდებული ადამიანი სასამართლო პროცესს ესწრება როგორც ბრალდებული, გამოდის ჩართვებით, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ეს პოლიტიკური განცხადებები მერე თქვენს მიერ ნიუსდება და არის ერთი ამბავი. დღეში ლამის 10 კაცი დადის, მიდი-მოდიან და „ნაცმოძრაობის“ ოფისივით აქვს იქ გახსნილი.

დაიხურა ოფისი? ტვ პირველმა აღარ აქვს ოფისი, დაიხურაო, დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციაა პოლიტიკოსის შეშვება ან არ შეშვება. სამართლებრივ ტერმინთან დაკავშირებით თუ გაქვთ წვდომა ინფორმაციაზე? დისკრეცია რას ნიშნავს? ანუ, არ არის ეს ვალდებულება. როცა არის უფლება და თქვენ ვალდებულების კონტექსტში განიხილავთ და ამბობთ, რომ ამიტომ არღვევს, ეს არის ტყუილი არგუმენტი. სააკაშვილის გულისთვის ხაზარაძის ტელევიზია ნუ მოიტყუება, თორემ კიდევ ერთი მხილება იქნება და არ გინდათ ამ თემაში შესვლა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ