გაბრიელ სალოსის გამზირის N17-ში სკვერი მოეწყობა
ისნის რაიონის გამგეობა დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N17-ის მიმდებარედ, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, 25 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. მათ ადგილას კი, 2500 კვ.მ. ფართობზე, საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. ტერიტორია გამწვანდება.
დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ პირადად მიაწოდეს.
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 600 000 ლარით ფინანსდება.