top_leaderboard

ლაშა გეგეჭკორი: რას აკეთებთ, თქვე ბინძურებო! თვითმკვლელობამდე მიგყავთ სამშობლოს წინაშე დამსახურებული ადამიანი?!

მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი მიუსაფარ ცხოველთა კახეთის მართვის სააგენტოს უფროს თეიმურაზ ზავრაშვილზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და შეურაცხყოფის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ადამიანს კლავენ მორალურად…

არ იკმარეს, რომ მ/წ 24 მარტს, გინებით მიუვარდნენ მიუსაფარ ცხოველთა კახეთის მართვის სააგენტოს და შტურმით შევარდნენ სახელმწიფო ორგანიზაციის ტერიტორიაზე, ახლა თეიმურაზ ზავრაშვილის (სააგენტოს დირექტორი) ღირსებას და რეპუტაციას შეეხნენ.

ერთმა, შუაღამეს დადო პოსტი(ფოტო 1) – არ გაიქცესო. არადა, კარგად იცის, რომ გამოძიება სწორედ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს და არა ზავრაშვილის მიმართ!

ისიც კარგად იციან, რომ გამოძიება მთელი მათი ბინძური ჯგუფის მიმართ მიმდინარეობს!

მეორემ (ფოტო 2) გუგლში „იპოვა“ ინფორმაცია სხვა თეიმურაზ ზავრაშვილზე და გადაუმოწმებლად, ათობით ადამიანის მონიშვნით დადო პოსტი – როგორ ამხილეს და დააპატიმრეს 2013 წელს, კორუფციის ბრალდებით „ქართული ოცნების“ წევრი თეიმურაზ ზავრაშვილი!

ამას აკეთებს ის ხალხი, ვინც 24 მარტის აქცია „მიხეილ სააკაშვილის შტაბის“ ჯგუფში დააანონსა და აქცია დაუფინანსა გიორგი ვაშაძემ!

ჯერ არ ვდებ მათ გვარებს, არც ფოტოზე გამოვაჩინე.

თუმცა, ესეც მალე იქნება.

რას აკეთებთ, თქვე ბინძურებო!

თვითმკვლელობამდე მიგყავთ სამშობლოს წინაშე დამსახურებული ადამიანი?!

სურსათის ეროვნული სააგენტოდან, აუდიტის სამსახურიდან და შსს-დან, სადაც შეტანილი გაქვთ ათობით განცხადება, მიღებული გაქვთ პასუხები რომ:

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია,

ფინანსური დარღვევა აღმოჩენილი არ არის,

შსს-მ მის მიმართ გამოძიება შეწყვიტა დანაშაულის არარსებობის გამო!

ეს სააგენტო შექმნილია კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში და დააფუძნა რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მერმა.

რატომ ხართ ჩუმად კახეთის მხარე?

თეიმურაზ ზავრაშვილის თანხმობით, ვაქვეყნებ მის ბიოგრაფიას:

1974 -1977 წწ. დაამთავრა კადეტთა ლიცეუმი;

1977-1981 წწ. დაამთავრა ბაქოს უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი;

1981- 1987 წწ. იყო ბალტიისპირეთში დაზვერვის ოცეულის უფროსი,შემდეგ ასეულის მეთაური და ლეგიონის დაზვერვის უფროსი;

1987-1990 წწ. იყო შორეული აღმოსავლეთის პოლკის დაზვერვის უფროსი;

1990-1992 წწ. იყო დმანისის რაიონის სამხედრო გარნიზონის უფროსი;

1992 წლიდან იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სიღნაღის რაიონის სამხედრო კომისარი;

აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებიდან მე-2 საარმიო კორპუსის დაზვერვის უფროსი;

ომის დასრულების შემდეგ შინაგანი ჯარების  N 2069 სამხედრო ნაწილის მეთაური;

1996 წლიდან იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე;

1997-1999 წწ. დაამთავრა უკრაინის შეიარაღებული ძალების აკადემია – ოპერატიულ-სტრატეგიული დონე;

1999 -2000 წწ. გენერალური შტაბის ინსპექციის უფროსი;

2000-2002 წწ. დაამთავრა თურქეთის რესპუბლიკაში  ნატოს ჯარების ომის კოლეჯი

(სტრატეგიული დონე);

2003 წელს დაამთავრა თურქეთის რესპუბლიკაში  აშშ-ს საჰაერო ძალების ენობრივი კურსი;

2004 წელს იყო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი;

2004 წელს დაამთავრა სამხედრო დიპლომატიური მაგისტრატურა;

2004-2008 წწ. იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში თავდაცვის ატაშე;

2008-2013 წწ. დაკავებული იყო ბიზნეს-საქმიანობით;

2013 წლიდან ხელახლა გაიწვიეს შეიარაღებულ ძალებში და იყო დაგეგმარების სამმართველოს უფროსი;

2017-2019 წწ. იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;

2019-21 წწ.იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი;

2021 წლის ივლისიდან დღემდე არის მიუსაფარ ცხოველთა კახეთის სააგენტოს დირექტორი.

არის ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი. სახელმწიფოსგან მიღებული აქვს 16 სახის სხვადასხვა მედალი.

ფლობს თურქულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი.

ამას ვწერ ადამიანი, რომელსაც შრომა აქვს გაწეული ამ და სხვა სააგენტოს კონცეფციაში, უწიგნურებო!“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

ასევე იხილეთ