top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი გვარამიაზე: ახლა უკვე მისი შეტევის ობიექტი ევროპული სასამართლოებია

„ახლა უკვე მისი შეტევის ობიექტი ევროპული სასამართლოებია”, – ასე გამოეხმაურა მაკა ბოჭორიშვილი ნიკა გვარამიას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს.

„ეს უნდობლობა, რომელსაც აცხადებენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის არც სამართალი არსებობს, არც სასამართლო, ამათთვის მხოლოდ ერთ რამ – პოლიტიკური საკითხები არსებობს. მათთვის მისაღებია მხოლოდ ის გადაწყვეტილებები, რომელიც აწყობთ, რასაც არანაირი საერთო არ აქვს სამართალთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ