top_leaderboard

რატი იონათამიშვილი: რაც უფრო ბევრგან გაიგებენ გვარამიას „მორალურ“ სტანდარტს, მით უკეთესი

„როდესაც ადამიანი სტრასბურგის სასამართლოს უცხადებს უნდობლობას და ამავდროულად საუბრობს, რომ პროევროპული ორიენტაციის არის, ფაქტია, რომ ეს არის ფარსი და ორმაგი სტანდარტი”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ევროპულ ღირებულებებს განსაზღვრავს სტრასბურგის სასამართლო. როდესაც ადამიანი მას უცხადებს უნდობლობას და ამავდროულად საუბრობს, რომ პროევროპული ორიენტაციის არის, ფაქტია, რომ ეს არის ფარსი, ორმაგი სტანდარტი და ამ შემთხვევაში ეს ადამიანი იტყუება. ეს არის გვარამიას სტანდარტი. როდესაც გვარამია ამბობს, რომ თურმე სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს გაეროში, ვფიქრობ, კიდევ უფრო უხერხულ და უსუსურ მდგომარეობაში იყენებს თავს. ძალიან კარგი – რაც უფრო ბევრგან გაიგებენ ამ ადამიანის „მორალურ“ სტანდარტს, მით უკეთესი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული უარის შემდეგ ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიდის იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველმა მოსამართლეებმა მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღეს.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

ასევე იხილეთ