იერუსალიმში 7 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. აქციის მონაწილეები არჩევნების ჩატარებისა და მთავრობის შეცვლას მოთხოვდნენ.
აქციაზე დემონსტრანტები სკანდირებდნენ „არჩევნები ახლა!“.
ამასთან, თელ-ავივში მძევლების ოჯახის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ნეთანიაჰუმ მათი საყვარელი ადამიანების დაბრუნება ვერ მოახერხა.