შს მინისტრის მოადგილე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ახალდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან – მარიამ ბანძელაძესთან. ალექსანდრე დარახველიძემ მარიამ ბანძელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის „112“-ის განახლებულ აპლიკაციაზე და ნაადრევი ქორწინების შესახებ სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე.
შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ გაერო-ს მოსახლეობის ფონდს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია თანამშრომლობს გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.