ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბანში, დასასვენებელი და გასართობი სივრცის რეაბილიტაცია ორ მისამართზე განახორციელა.
სამუშაოების ფარგლებში, 2400 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. დამონტაჟდა ლედ განათება, ტერიტორია გამწვანდა და დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ასევე, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა.
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 576 761 ლარით დაფინანსდა.