ჩოხატაურში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, დედაქალაქიდან მოწვეულმა სამედიცინო კლინიკების პროფესორებმა და წამყვანმა სპეციალისტებმა მოქალაქეებს კონსულტაცია სხვადასხვა პროფილის მიმართულებით გაუწიეს.
ჩოხატაურის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, ესარგებლა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და დიაგნოსტიკური ექოსკოპიის კონსულტაციით.
სამედიცინო აქცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ პარტნიორობით ჩატარდა.