top_leaderboard

ირაკლი ქადაგიშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ვფიქრობ, რომ ოპოზიციას არ ეყოფა გამბედაობა და სიმამაცე, რომ ქართველი ხალხის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გამოხატონ

„ვფიქრობ, რომ ოპოზიციას არ ეყოფათ გამბედაობა და სიმამაცე, რომ ქართველი ხალხის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გამოხატონ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„პროცედურით გათვალისწინებულია, რომ ამ კომისიაში მმართველი პარტიის და ოპოზიციის თანაბარი მონაწილეობა იყოს. ჯერჯერობით კომიტეტის დაწყებამდე მათი მზაობა გამოხატული არ არის და ვფიქრობ, რომ მათ არ ეყოფათ გამბედაობა და სიმამაცე, რომ ქართველი ხალხის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გამოხატონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება. ოპოზიციის უმეტესობა პროცესს ბოიკოტს უცხადებს.

ასევე იხილეთ