შეერთებული შტატები მომავალ კვირას უკრაინას იარაღით კიდევ ერთხელ დაეხმარება – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“რუსეთის ფედერაცია ძლიერდება. უკრაინა იწყებს თავდაცვის უნარის დაკარგვას. აშშ-მა უნდა გააძლიეროს და მიაწოდოს უკრაინას მისთვის საჭირო იარაღი. ვფიქრობ, ჩვენ ვიხილავთ უზარმაზარ მხარდაჭერას ამ საკითხთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატაში, ამ კვირაში,” – განაცხადა ტერნერმა.