leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიდი შვიდეულის ქვეყნები: სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელის, მისი ხალხის მიმართ

დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას მკაცრად გმობენ. ამის შესახებ ლიდერების საერთო განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი. ამ ქმედებებით ირანმა ნაბიჯი გადადგა რეგიონში დესტაბილიზაციისკენ და რეგიონული, უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გაზრდისკენ. ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – წერია განცხადებაში.

დიდი შვიდეულის ლიდერები მოითოვენ, რომ ირანმა და მისმა მარიონეტება შეწყვიტონ თავდასხმები. ასევე, ლიდერები მზადყოფნას გამოთქვამენ, მიიღონ შესაბამისი ზომები დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.

ასევე იხილეთ