top_leaderboard

მაია ნიკოლეიშვილი: რაც მამუკა მდინარაძის მიმართ მოხდა, მიმაჩნია, რომ აქ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს

რაც მამუკა მდინარაძის მიმართ მოხდა, ქცევაც არ ჰქვია იმას – მიმაჩნია, რომ აქ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

„ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში მსგავსი არაფერი მინახავს, მაგრამ მინახავს ალეკო ელისაშვილთან სტუდიაში როგორ დაიჭირეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში როგორ მისცეს და როგორ ისხდნენ ციხეში დიდი ხნით ადამიანები, რომლებსაც იმის ნახევარი არ გაუკეთებიათ, რაც ალეკომ გააკეთა გუშინ.

ამასთანავე, მიმაჩნია, რომ აქ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. რა თქმა უნდა, იმუნიტეტის მოხსნის საკითხი უნდა დადგეს. რატომ გაჭიანურდა და ამაზე რატომ არ ვსაუბრობთ, მე არ მესმის. გარდა ამისა, აუცილებელია გუშინ დაკავებული ადამიანების ნარკოლოგიური შემოწმება და უნდა ვიცოდეთ, რა შემოდის და რისი ზემოქმედების ქვეშ არიან. თქვენს ჟურნალისტთან ურთიერთობაში ეს ასევე ჩანდა.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის – მე არ მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის იყო ფხიზელი. მე ვუყურე თავდასხმამდე მის ჯდომას, მანერას, როგორ იყო ის გაფითრებული. შთაბეჭდილება იყო, რომ ის ემზადებოდა ამ ნაბიჯისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო დაგეგმილი ქმედება და აუცილებელია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

 

ასევე იხილეთ