top_leaderboard

კასპში 11 ქუჩა რეაბილიტირდება

ქალაქ კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი მნიშვნელობის 11 ქუჩაზე განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს 3 860 გრძივი მეტრი  ა/ბეტონის საფარის მოწყობას: ბარნოვის, ასათიანის,  9 აპრილის, გოგებაშვილის,  პეტრიწის, ჩახრუხაძის,  ორბელიანის, იას, ლაშქარაშვილის, ქვათახევის და  ცაგარელის ქუჩებზე. აღნიშნული ქუჩებიდან წყალარინების სისტემა 9 ქუჩაზე მოეწყობა.

პეტრიწის ქუჩაზე მიმდინარე წყალარინების სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.

პროექტი ფინანსდება რეგიონის განვითარების ფონდის და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან,  ღირებულება შეადგენს 3 285 081 ლარს.

გარდამავალი პროექტის განხორციელება შპს „ქცია“-მ  2024 წელს დაიწყო და 2025 წელს დაასრულებს.

ასევე იხილეთ