top_leaderboard

ლაშა გეგეჭკორი: საპარლამენტო უმრავლესობა, გაიტანეთ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების საკითხი ბიუროს სხდომაზე

მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 „იცოდე კანონი!

(თუ ეთანხმებით ტექსტის ბოლოს მოთხოვნას, გთხოვთ,გააზიაროთ პოსტი და მონიშნოთ საქართველოს პარლამენტი).

✔️საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 144-ე მუხლის თანახმად (კარი lV, თავი XXl)

▪️ წამყვან კომიტეტში განხილული კანონპროექტი

შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;

▪️ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენისას გათვალისწინებული შენიშვნების ასახვისათვის,პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის მოსამზადებლად;

▪️ პირველი მოსმენიდან ორი კვირის ვადაში წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს განიხილავს

კომიტეტის სხდომაზე,მუხლების,თავების,ან/და

კარების მიხედვით;

▪️ კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ შესაბამისი დასკვნებისა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;

▪️ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისთვის მოსამზადებლად;

▪️ მეორე მოსმენით მიღებიდან ხუთი დღის ვადაში წამყვანი კომიტეტი მეორე მოსმენისას გაზიარებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში და გადასცემს მას პარლამენტის ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;

▪️ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამედ მოსმენის განხილვის დასრულების შემდეგ კანონპროექტის საბოლოო დასრულებული ვარიანტი,რომლის თავფურცელი ვიზირებულია,

დგება კენჭისყრაზე საბოლოო რედაქციით მისაღებად;

▪️ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებიდან შვიდი დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს ხელმოსაწერად და კანონის გამოსაქვეყნებლად.

❗️ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2009 წლის 20 ოქტომბერს შეტანილი ცვლილების თანახმად:

▪️ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე მოსმენით მის განხილვასა და მიღებას პარლამენტის სხდომების ერთი კვირის განმავლობაში.

პარლამენტის სხდომის ერთ დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი მოსმენით განხილვა და მიღება დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.

საპარლამენტო უმრავლესობა, გაიტანეთ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების საკითხი ბიუროს სხდომაზე.

აღასრულეთ თქვენი 928 004 ამორჩევლის ნება!” – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ