top_leaderboard
left_sabechdi

დაჩი ცაგურია: კაპიტანმა გიგაურმა გუშინდელ შეკრებას რუსული მარში დაარქვა – რა დონის უსინდისო უნდა იყო ადამიანი, რომ შენი ქვეყნის ასობით ათას მოქალაქეს ამხელა შეურაცხყოფა მიაყენო

„პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია”, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებული პროცესების შეფასებისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ისაუბრა გუშინ გამართული საერთო სახალხო შეკრების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზეც.

„ადამიანები, რომლებიც დემოკრატიის, თავისუფლების სახელით გამოდიან, ისინი ვერასდროს ვერ უშვებენ ჩვენს უფლებას, რომ შევიკრიბოთ. როგორც კი გაცხადდა, რომ ადამიანები მათსავით არ ფიქრობდნენ, ეგრევე წამოვიდა შეურაცხყოფის ნიაღვარი, თავდასხმები, რომ ხალხი ძალით მოჰყავთ, კარტოფილის და ხახვის სანაცვლოდ მოჰყავთ. კაპიტანმა გიგაურმა რუსული მარში დაარქვა. რა დონის უსინდისო უნდა იყო ადამიანი, რომ შენი ქვეყნის ასობით ათას მოქალაქეს ამხელა შეურაცხყოფა მიაყენო. იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ეძახო შეკრებას რუსეთის მარში და დახატო ისე, თითქოს რუსეთის მხარდასაჭერად იკრიბება ასობით ათასი ადამიანი, ეს ხომ საკუთარი ქვეყნის და ერის შეურაცხყოფაა. ჩემი უდიდესი პატივისცემა მინდა დავუდასტურო იმ ხალხს, ვინც გუშინ საკუთარი ქვეყნის ღირსებისთვის იყოს გამოსული. სულ პროვოკაციების მოწყობაზე არიან; როდესაც გამოცხადდა, რომ ვიკრიბებით და სცენა აეწყო, მივიდნენ და გინდა თუ არა, ის სცენა უნდა დავიკავოთო. გუშინ პრაქტიკულად მთელი ქვეყანა იყო რუსთაველის გამზირზე გამოსული“, – განაცხადა ცაგურიამ.

ასევე იხილეთ