leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბლინკენი: აშშ არ იყო ჩართული ირანის წინააღმდეგ ისრაელის თავდასხმაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ არ იყო ჩართული ირანის წინააღმდეგ ისრაელის თავდასხმაში.

„რაზეც ჩვენ ვართ ორიენტირებულნი, რაზეც არის ორიენტირებული G7 და ისევ, ეს აისახება ჩვენს განცხადებაში და ჩვენს საუბარში, არის ჩვენი სამუშაო დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

დღეს დილით ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა – ცნობა ტელეკომპანია ABC-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ისპაჰანის თავზე სამი დრონი ჩამოაგდო, რასაც მცირე აფეთქებები მოჰყვა, თეირანში აცხადებენ, რომ ისპაჰანში მომხდარის გამო ისრაელს არ უპასუხებენ.

ასევე იხილეთ