top_leaderboard

ერდოღანმა სტამბოლში ისმაილ ჰანიეს უმასპინძლა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარეს ისმაილ ჰანიეს შეხვდა. ამის შესახებ Anadolu იტყობინება.

ჰანიე-ერდოღანის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ერდოღანმა და ჰანიემ ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

„ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა მიიპყროს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება „პალესტინელების ჩაგვრაზე,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქული მედიის ცნობით, ერდოღანის გარდა, ჰანიეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც შეხვდა.

ასევე იხილეთ