top_leaderboard

ნეთანიაჰუ: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ, მათ შორის რაფაჰში“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ისრაელი ღაზაში „ჰამასთან“ ზავის ფარგლებში, ომის დასრულებას არ დათანხმდება, – ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შტატების სახელმწიფო მდივანთან აღნიშნა, რომ ისრაელი დაინტერესებულია შეთანხმების მიღწევით, თუმცა მისი სურვილია „ჰამასის“ განადგურება და ისრაელი რაფაჰში სახმელეთო ოპერაციას აუცილებლად ჩაატარებს.

ასევე იხილეთ