left_sabechdi

ჯო ბაიდენი: მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნოს დოკუმენტი, რათა ხელი მოვაწერო და უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის სწრაფად მიწოდება შევძლოთ

უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მიღება ამერიკის ლიდერობაზე ნათელ სიგნალს აგზავნის, – ასე აფასებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტის მიღებას.

„მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნონ დოკუმენტი, რათა შევძლო ხელი მოვაწერო მას და კანონად ვაქციო, რათა სწრაფად შევძლოთ უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა“, – ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის განცხადებაში.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის პირდაპირი და არაპირდაპირი დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ასევე იხილეთ