top_leaderboard

ვილი სანიოლი: ჩემი ოჯახი ძალიან გულშემატკივრობდა ნაკრებს, განსაკუთრებით ჩემი შვილები

“გინდა, რომ გამარჯვებისა და წარმატების გრძნობა ისევ განიცადო. ამიტომ არ მაქვს ძილის და უკვე ზეიმის დროც. ახალა ყურადღების კონცენტრაცია შეჯიბრზე უნდა მოვახდინოთ. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს”, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.

ძალიან კარგი დროა. პირველად ხდება და მნიშვნელოვანია. ზოგჯერ პირველი ყველაზე დიდი ნაბიჯია და დანარჩენი ეტაპობრივად მოდის. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ნელ-ნელა ემოციები სხვა ფაზაში გადადის. პერსონალურად უზომოდ მიხარია და მოუთმენლად ველოდები ჩემპიონატს.

იმისთვის რომ კარგად წარდგე ჩემპიონატზე, საჭიროა კარგად მოემზადო. თითოეული დეტალი უნდა გადაამოწმო და ზუსტად ამას ვაკეთებთ ახლა. როდესაც ასეთ ჩემპიონატზე გადიხარ, რა თქმა უნდა, ყველა ბედნიერია, ყველა ზეიმობს, მაგრამ აუცილებელია ძალიან სწრაფად წინ გაიხედო და გააგრძელო. რატომ? გინდა, რომ გამარჯვებისა და წარმატების გრძნობა ისევ განიცადო. ამიტომ არ მაქვს ძილის და უკვე ზეიმის დროც. ახალა ყურადღების კონცენტრაცია შეჯიბრზე უნდა მოვახდინოთ. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა სანიოლმა.

მისივე თქმით, მისი შვილები საქართველოს ეროვნული ნაკრების ფანები არიან.

„ჩემი ოჯახი ძალიან გულშემატკივრობდა, განსაკუთრებით ჩემი შვილები. ძალიან ბედნიერები იყვნენ. ჩემმა შვილებმა იციან, რომ მათი მამა საქართველოში მუშაობს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფანები არიან.

ფეხბურთი ასეთი სპორტია, დატვირთული გრძნობებით, დასამახსოვრებელი მომენტებითაა სავსე, მაგრამ ასეთი გამარჯვებები არ არის, სამწუხაროდ, ხშირი და მუდმივი. ამიტომ, როდესაც არის შესაძლებლობა, უნდა ეცადო, იყო 100%-ით ბედნიერი, რადგან შეიძლება 2 ან 3 თვეში ანალოგიური სიხარულის მიზეზი აღარ გქონდეს. ეს არის ფეხბურთი. ფეხბურთი აღტაცების, ზოგჯერ მწუხარების, სინანულის მიზეზი ხდება.

გამარჯვებიდან 2 დღეში წავედი საქართველოდან, რადგან მანამდე ჩვენს სტაფს გვინდოდა ერთად ვყოფილიყავით სტრესის და ნერვიულობის გარეშე. ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ უპირველესად ადამიანები და გვჭირდებოდა ერთად ყოფნა, როგორც მეგობრებს“, – აღნიშნა სანიოლმა.

ასევე იხილეთ