top_leaderboard

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად პედრო როჩა აირჩიეს.

ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა როჩას, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე.

პრეზიდენტის თანამდებობაზე როჩამ შეცვალა ლუის რუბიალესი, რომელიც იძულებული იყო გადამდგარიყო იმ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა ესპანეთის ქალთა ნაკრების ფეხბურთელის ჯენიფერ ერმოსოს კოცნას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ. პროკურატურამ რუბიალესისთვის 2.5-წლიანი პატიმრობა მოითხოვა.

ასევე იხილეთ