top_leaderboard

ჩინეთში, უხვი ნალექის გამო, 53 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 11 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა

სამხრეთ ჩინეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად 53 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 11 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას Deutsche Welle ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ გააფრთხილა.

„11 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც გუანგდონგის დიდ ნაწილში უხვი ნალექი მოვიდა“, – იტყობინება სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Xinhua ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

გუანგდონგი ჩინეთის ყველაზე დასახლებული საწარმოო ცენტრია, სადაც 127 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ასევე იხილეთ