top_leaderboard

კირილ ბუდანოვი: მაისის შუა რიცხვებიდან საკმაოდ მძიმე ვითარება გველოდება, თუმცა არმაგედონი არ მოხდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის პროგნოზით, უკრაინას მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდში რთული ვითარება ელოდება, ამის შესახებ მან „ბიბისის“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გველდოება, ჩვენი შეფასებით, საკმაოდ მძიმე ვითარება უახლოეს პერიოდში. თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის კატასტოფული არ არის. არმაგედონი არ მოხდება, როგორც ბევრი ახლა იწყებს საუბარს. თუმცა მაისის შუა რიცხვებიდან პრობლემები იქნება“, – განაცხადა ბუდანოვმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსები „კომპლექსურ მიდგომას“ გამოიყენებენ .

„ისინი კომპლექსურ ოპერაციას ატარებენ. ამაზე თქვენთან დიდ ხანს არ ვისაუბრებთ, თუმცა ეს იქნება მძიმე პერიოდი. მაისის შუა რიცხვები, ივნისის დასაწყისი“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

 

ასევე იხილეთ