top_leaderboard

დმიტრო კულება: ევროპის დაცვა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი, ევროპელების საქმეა

ვაშინგტონი დათანხმდა უკრაინას კიდევ მილიარდობით დოლარის დახმარება გაუგზავნოს, თუმცა კიევის გზავნილი ევროპისთვის ნათელია: თქვენ ეს პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებთ, – წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.

„ჩვენ მივესალმებით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ ევროპაში არ შეგვიძლია და არ უნდა მოვდუნდეთ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

„ევროპის დაცვა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი, ევროპელების საქმეა“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაარწმუნა უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს აშშ-ის სამხედრო დახმარების კანონს.

„მე მქონდა სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან [ჯო ბაიდენთან], წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შედეგების შემდეგ. პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ სენატის მიერ [კანონის] დამტკიცების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს კანონს. მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის უკრაინის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ