top_leaderboard

ოთარ კაკაბაძე: პორტუგალიასთან მატჩამდე, რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ

საქართველოს ნაკრებისა და კრაკოვიას მცველმა ოთარ კაკაბაძემ პოლონურ მედიასთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

საბოლოო სიტყვა ჯერ არ გვითქვამს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. ჩვენთან ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია და თითქმის 40 წლის განმავლობაში ვიყავით დიდ ტურნირზე გასვლის ბედნიერების გარეშე, ახლა კი, ეს მოვახერხეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. საბერძნეთთან მოგებული მატჩის შემდეგ დიდი ზეიმი იყო”, – აღნიშნა ოთარმა.

კაკაბაძეს კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ თამაშის შესახებაც ჰკითხეს: “რონალდოს წინააღმდეგ თამაში ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იქნება. პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ვეთამაშებით, ამიტომ, ამ მატჩამდე, რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ”, – თქვა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძე საქართველოს ნაკრების ღირსებას 2015 წლიდან იცავს და მას შემდეგ 60 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფში თურქეთს (18 ივნისი), ჩეხეთს (22 ივნისი) და პორტუგალიას (26 ივნისი) დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ