top_leaderboard

სტოლტენბერგი: ძლიერი NATO კარგია, როგორც ევროპისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მას მოლოდინი აქვს, რომ შეერთებული შტატები ითანამშრომლებს ალიანსთან 2024 წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად. ამის შესახებ მან პოლონეთში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ძლიერი NATO კარგია, როგორც ევროპისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის.“

 „ველი, რომ მიუხედავად აშშ-ის არჩევნების შედეგებისა, წლის ბოლოს, შეერთებული შტატები დარჩება სანდო და ლოიალურ მოკავშირედ, სულ მცირე სამი მიზეზის გამო“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

 პირველი მიზეზი, გენერალური მდივნის თქმით, არის ის, რომ „NATO-ს ყოფნა და 30-ზე მეტი მოკავშირე სახელმწიფოს ყოფნა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია“ და აშშ-ს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის.

 „მეორე, NATO სარგებლობს ფართო ორპარტიული მხარდაჭერით შეერთებულ შტატებში – კონგრესში და საზოგადოებაში, რაც დასტურდება გამოკითხვის შედეგებით“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

ასევე იხილეთ