top_leaderboard

ზურიკო დავითაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილი წარმატებულ სერიას აგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა „ბორდოს“ შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურის მატჩში „ბორდომ“ მეტოქეს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა და უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. 38-ე წუთზე მასპინძლები სლოვენიელმა, ზან ვიპოტნიკმა დააწინაურა.

მეორე ტაიმი ერთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შევიდა და ეფექტური დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთთან ევრო 2024-ის პოლეი ოფის მატჩის შემდეგ გუნდში დაბრუნებულმა დავითაშვილმა 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ბორდომ“ 34 ტურის შემდეგ 44 ქულა დააგროვა და საფრანგეთის ლიგა 2-ში მე-14 ადგილზეა.

ასევე იხილეთ