leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: რატომ უნდა დაუჯეროს ახალგაზრდამ კაპიტან გიგაურს, როცა გყავს ნაკრების ვეტერანი კაპიტანი კალაძე?

„მაშინ, როცა გიგაური „უნო“ მერაბიშვილისგან კაპიტნის „ზვანიას“ იღებდა, კალაძე ევროპაში მოღვაწეობდა და ცხოვრობდა. ამოცანა გვეკითხება: რომელს უნდა დავუჯეროთ, ევროპაში სახელგანთქმულს თუ სახლში სახელგატეხილს?“ – ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ორი კაპიტანი!

***

ცოტა ხნის წინ კახა კალაძემ ილაპარაკა ტელევიზორში და ისეთი კარგი რაღაცები თქვა, უნდა შევაქო!

***

ისე, სანამ შევაქებ, ბარემ აქვე ვიტყვი: აი, ვზივარ და ვფიქრობ, რატომ უნდა დაუჯეროს ახალგაზრდამ კაპიტან გიგაურს, როცა გყავს ნაკრების ვეტერანი კაპიტანი კალაძე?

იმნაირ კაპიტნობას ამნაირი კაპიტნობა არ სჯობს?

ეგეც არ იყოს, როცა კაპიტანი გიგაური სასაზღვრო პოლიციაში საქმეებს ჩარხავდა და ახლობლებისთვის ტენდერებს აიმასქნებდა, კაპიტანი კალაძე მსოფლიო დონის საფეხბურთო კლუბიდან მსოფლიო სტადიონებს აზანზარებდა.

რა, ვაჭარბებ? არ იყო ასე?!

აღარ მინდა, კაპიტან გიგაურის „დამსახურებებზე“ ვილაპარაკო, თუ დავიწყე, ვეღარ გამაჩერებთ და იმასაც ვიტყვი, როგორ მეხვეწებოდა, ესა და ეს არ დაწერო, ბოლო-ბოლო, ქალი ვარო.

არ დავწერე!

თუმცა, თუ ამ ქვეყანას ეგ და მსგავსნი არეულობით დაემუქრებიან, მარტო იმას კი არა, გემის ამბებსაც დავწერ!

***

სიტყვა გამექცა, კალაძის ამბებს დავუბრუნდები: ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ნაკრებს 30 მილიონს რომ ჩუქნის და ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში კიდევ რომ ჰპირდება, მაგაზე ილაპარაკა, გაუხარდა, მაგარიაო.

კაპიტან გიგაურს არ გაუხარდა, ეგ მოსყიდვააო!

***

მერე სტადიონის მშენებლობაზე ილაპარაკა – ეგეც მაგარი საჩუქარი იქნება ფეხბურთელებისთვის, რაგბისტებისთვის და გულშემატკივრებისთვის, მე მთელი ძალებით ჩავერთვები ამ საქმეშიო. აშკარად გაუხარდა.

კაპიტან გიგაურს არ გაუხარდა – ეგეც მოსყიდვააო!

***

კალაძემ – ავარიულ სახლებს ვანგრევთ და ახლებს ვაშენებთ, გარემონტებულ-გაზიმზიმებულს ჩაგაბარებთო.

გიგაურმა – უი, ეგ არ ქნათ, მოსყიდვაა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები შეშფოთდებიანო!

***

კაპიტანმა კალაძემ – ახალგაზრდები უნდა დავასაქმოთ, პროექტები წარმოადგინეთ, მოწონებულებს 50-50 ათასი ლარით დავაფინანსებთო. ეს პროექტი აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა უფრო მეტი დაფინანსებით განახლდა.

კაპიტან გიგაურს არც ეს გაუხარდა – ესეც მოსყიდვააო, ჩვენ რომ ვუხდით უმწიფარ ახალგაზრდებს და აქციებზე დავარბენინებთ ჩუტრუკებივით, ეგ არ არი მოსყიდვა, ეგ პატრიოტიზმი და დედულ-მამულის სიყვარულია შიგ ევროპაშიო.

***

მაშინ, როცა გიგაური „უნო“ მერაბიშვილისგან კაპიტნის „ზვანიას“ იღებდა, კალაძე ევროპაში მოღვაწეობდა და ცხოვრობდა. ამოცანა გვეკითხება: რომელს უნდა დავუჯეროთ, ევროპაში სახელგანთქმულს თუ სახლში სახელგატეხილს?

ვფიქრობ, პასუხი ელემენტარულია.

კაპიტანმა კალაძემ ევროპულ ღირებულებებზეც ილაპარაკა და საკმაოდ კარგად ახსნა, რა გვინდა ჩვენ, საით მივდივართ და რატომ.

ეგ არი, კაცო, რა გიგაური, რომელი ღრძილებგადმოყრილი ლომჯარია და სადაური ჩაჯვი გვარამია? იმ  ადამიანებს დაუჯერეთ, ვისაც რაღაცა გაუკეთებია და კიდევაც აკეთებს“, – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ