top_leaderboard

მიხეილ ყაველაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: მე არ მახსენდება ადამიანი, რომელსაც ამდენი ქველმოქმედება, ასე უანგაროდ განეხორციელებინოს საკუთარი ქვეყნისთვის

„ფაქტი თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენი ბიჭებისთვის, რომლებიც პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე და დიდი სტიმული იქნება მათთვის. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს აქტი, რომელიც „ქართუმ“ განახორციელა მისასალმებელი და დასაფასებელია”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც „ქართუს“ მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ცდილობენ ახალგაზრდებს, გამჭვირვალობის წინააღმდეგ აქციაზე მყოფ მოზარდებს შეაძულონ ადამიანი, რომელმაც საქართველოსთვის უპრეცედენტო ქველმოქმედება გასწია.

„3 მილიარდის ქველმოქმედება განახორციელა „ქართუმ“. რასაც კი შეიძლება ეს ბავშვები შეეხონ, ყველგან ამ ადამიანს [ბიძინა ივანიშვილი] და ამ ორგანიზაციას აქვს გაკეთებული სიკეთე საქართველოსთვის. მე არ მახსენდება, არ ვიცი ადამიანი, რომელსაც ამდენი ქველმოქმედება, ასე უანგაროდ განეხორციელებინოს საკუთარი ქვეყნისთვის. ამ ბავშვებს აზიზღებენ ამ ადამიანს, ამ ორგანიზაციას. გვერდზე კი დგას მაგალითად შოტა უტიაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო 26 მაისი დარბევის, ხანდაზმული ადამიანები მოკლეს ცემით, მეორე დღეს აღლუმი ჩაატარა და ზოგიერთები დააჯილდოვა. შეუძლიათ გადაამოწმონ, 24 საათი სოციალურ ქსელებში არიან, არქივია და ნახონ. რადგან მათ პოლიტიკურ პროცესში უნდათ მონაწილეობა, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ მათი თანატოლები ჩახოცეს. იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ? გრიგორიადისი გამოუშვეს და თურმე შეწუხებული იყო იმით, რომ რა მუსიკასაც უნდოდა, იმას ვერ უსმენდა. პარალელურ რეჟიმში დაუდეს ბექა ჩხაიძის განცხადება, როცა გამოვიდა ციხიდან, რა ხდებოდა მაშინ ციხეებში, როგორ აწამებდნენ და ცემით კლავდნენ ადამიანებს. ვერ წაშლი იმ ადამიანების მეხსიერებას, რომლებიც ამ პროცესების მომსწრე ვართ. ამ ბავშვებზეა გათვლა, რომ ეს ადამიანები თითქოს შეიცვალნენ, დასავლეთს ეს ადამიანები წარმოადგენენ. სოფო ჯაფარიძე ხომ არ დაუწყებს გირგვლიანზე და რობაქიძეზე საუბარს ამ ბავშვებს? იძულებულები ვართ, რომ შევახსენოთ საზოგადოებასაც და ვანახოთ ამ ბავშვებს ვინ იყო ეს რეჟიმი და რას წარმოადგენდნენ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ