leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფრიდონ ინჯია: კონსტიტუციური კანონპროექტები ოჯახური ღირებულებების დაცვას გულისხმობს, ამიტომ მისი მიღება აუცილებელია

„კონსტიტუციური კანონპროექტები გულისხმობს ოჯახური ღირებულებების დაცვას. როდესაც ასეთი კანონპროექტები მზადდება, არ შემიძლია, გვერდით არ დავუდგე  ინიციატორებს.

ოპოზიციონერობა არ ნიშნავს, იყო ხელისუფლების წინააღმდეგი, არც ჩასაფრებული პოზიცია უნდა გქონდეს“, –  განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“  თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ბათუმში.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ეს კანონპროექტები წინდახედული საქმეა და აუცილებლად მისაღებია. ჩვენ რეფერენდუმს ვერ ვიყენებთ, რადგან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს და დროებით, ჩვენ ამის ჩატარება არ შეგვიძლია, მაგრამ არის პლებისციტი, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს გამოყენებული. კანონპროექტში წერია „ოჯახური ღირებულებები“, მე კი ჩავწერდი „ქართულ ღირებულებებს“, რადგან ქართულ ღირებულებებში შედის ოჯახური ტრადიცია,  ქალის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა, მართლმადიდებლობის დაცვა, ქართული ენის პატივისცემა და სიყვარული“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

 

ასევე იხილეთ