top_leaderboard

თბილისის მერია: დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში

ზოგიერთი მეტროსადგურის შეფერხებით მუშაობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.

თბილისის მერიასთან დაკავშირებული საკითხების გადამოწმება შესაძლებელია უწყების პრესსამსახურთან. ასევე, შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ასევე იხილეთ