top_leaderboard

დიმიტრი ხუნდაძე გიორგი ვაშაძეზე: ეს ის ადამიანია, წინა საპარლამენტო არჩევნებში 1% რომ აიღო, ორიანიც ვერ მიიღო და საკუთარ აქციაზე მოქალაქეებმა ტრიბუნიდან რომ ჩამოაგდეს

„ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ვაშაძეს შეახსენა, რომ ვაშაძე მის მიერვე ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქეებმა ტრიბუნიდან გააძევეს.

ხუნდაძე ამით ვაშაძის იმ ცრუ ბრალდებებს გამოეხმაურა, რის შესახებაც ვაშაძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. კერძოდ, ვაშაძის განცხადებით, გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვს.

„იცით, ვინ იყო, ვინც ახლა პარლამენტის ტრიბუნიდან ქართულ საზოგადოებს მოძღვრავდა? წინა საპარლამენტო არჩევნებში 1% რომ აიღო. ორიანიც ვერ მიიღო. და საკუთარ აქციაზე, ტრიბუნიდან, მოქალაქეებმა რომ ქვემოთ ჩამოაგდეს. და დღეს აქ მაღალი ლეგიტიმაციით საუბრობს“, – ასე მოიხსენია დიმიტრი ხუნდაძემ გიორგი ვაშაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ასევე იხილეთ