top_leaderboard

გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: ადამიანი დაიღალა, იყოს მძევალი იმ პოლიტიკური სტრატეგიისა,რომელშიც მას უნდა ეთამაშა ლოგინად ჩავარდნილი, დაჩაგრული, ნაწამები და მოწამლული პოლიტიკური ლიდერის როლი

პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის სარჩელის სტრასბურგის სასამართლოდან გაწვევას აფასებენ. კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა. მისი შეფასებით, საუბრები სააკაშვილის ამნეზიის შესახებ თაღლითობა იყო.

„სულ ახლახან იყო, რომ გვარამია ცრემლებს ღვრიდა, მიხეილ სააკაშვილს ისეთი რამ დაემართა, რასაც ამნეზია ჰქვიაო, ეს ამნეზია არ იკურნება და სააკაშვილი დღე-დღეზე უნდა გარდაიცვალოსო. ასეთი იყო ევროპარლამენტის მთელ რიგ წარმომადგენელთა განცხადებები. დღეს აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივ თაღლითობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანი ელემენტარულად დაიღალა, იყოს მძევალი იმ პოლიტიკური სტრატეგიისა, რომელიც თავიდანვე იყო ჩამოყალიბებული და ამ სტრატეგიაში მას უნდა ეთამაშა ლოგინად ჩავარდნილი, დაჩაგრული, ნაწამები და მოწამლული პოლიტიკური ლიდერის როლი. აღარ უნდა ამ როლის თამაში და, რასაკვირველია, ამ განცხადებასაც იმიტომ აკეთებს. უნდა რომ ჩაუდგეს სათავეში „ნაცმოძრაობას“ იმ ფორმატში, რაც რეალურად არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სხვადასხვა ძალები არის ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, – აცხადებს ვოლსკი.

სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. შესაბამის წერილში აღნიშნულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

ასევე იხილეთ