top_leaderboard
left_sabechdi

დაჩი ცაგურია: ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უფრო მაღალი სტანდარტები გვაქვს ციხეში, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში გაცილებით მაღალი სტანდარტებია, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანაში. ეს შედეგი ვინც დადო, იმ ხელისუფლებას ეძახიან ისინი პრორუსულს

„ხელისუფლება, რომელმაც ძალიან დიდი შრომის ფასად მოუტანა ამ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა, დიახ, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოტანილი შედეგია, ამას ხომ ვერავინ უარყოფს?!” – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა

მისი თქმით, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში გაცილებით მაღალი სტანდარტებია, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანაში.

„ორგანიზაციას, რომელსაც ჰქვია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, რომელიც საქართველოში არჩევნების შედეგებს გამჭვირვალობის გარეშე, ბნელად გვიყალბებდა, ამ ორგანიზაციამ რომ დეკლარაცია შეავსოს და ჩააბაროს, აქ იქცევა თურმე ქვეყანა და უბედურება იწყება. ხელისუფლება, რომელმაც ძალიან დიდი შრომის ფასად მოუტანა ამ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა, დიახ, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოტანილი შედეგია, ამას ხომ ვერავინ უარყოფს?! ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანას მოუტანა კანდიდატის სტატუსი. ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უფრო მაღალი სტანდარტები გვაქვს ციხეში, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში გაცილებით მაღალი სტანდარტებია, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანაში. ეს შედეგი ვინც დადო, იმ ხელისუფლებას ეძახიან ისინი პრორუსულს, რომლებმაც „იმედი“ რუსეთივით, შტურმით აიღო“, – აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

ასევე იხილეთ