leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თბილისში მიმდინარე აქცია მშვიდობიანი არ არის და ეს ხალხმა კარგად დაინახა.

„როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ზუსტად ეს არის ოპოზიციის სახე, რომ კამერებთან დგანან, კადრში, უკან ცეცხლწაკიდებული კარი ჩანს, მომიტინგეები ქვებს იღებენ და ხან ერთმანეთს ესვრიან, ხან – კარს, საბოტაჟს აწყობენ, ხან ერთმანეთს აგინებენ და ხან – პოლიციას და ამას მშვიდობიან აქციას უწოდებენ. ხალხმა პირდაპირ ეთერში დაინახა პოლიტიკოსები, რომლებიც თეთრზე შავს ამბობენ. ასე სცადეს გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზებაც, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ის აუცილებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ