leaderboard_below_slide
left_sabechdi

„სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“ – ოთარ შამუგია ქვემო ქართლში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლში, საქართველოს მელიორაციის მიერ ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის შედეგებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.  

რეაბილიტაციის პროექტის  განხორციელებით, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. 

როგორც ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, სოფელს წლებია წყლის პრობლემა ჰქონდა და მისი მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

„სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით, ბოლო 10 წელია მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, მხოლოდ ქვემო ქართლში, დაახლოებით 70 მლნ ლარის სარეაბილიტაციო ღონისძიებები არის განხორციელებული. ამ წლების განმავლობაში. დავასრულეთ წერეთლის არხის რეაბილიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1000-ზე მეტ ჰექტარ ფართობზე გარანტირებული წყალმომარაგება ექნებათ ფერმერებს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მასშტაბური ხდება, რადგან ჩვენ გვყავს 4 საფინანსო ინსტიტუტი, დონორი და მომავალი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, 300 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ წერეთლის არხის 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ტრაპეციული კვეთის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი, გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები;  2700 მეტრი სიგრძის საექსპლუატაციო გზა; სამანქანე და საფეხმავლე ხიდები.  

პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარია.

ასევე იხილეთ