გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის თასი მოიგო, ფინალში ვენის „რაპიდი“ 2:1 დაამარცხა. გადამწყვეტი საგოლე პასი გააკეთა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც თასის მოგების შემდეგ ავსტრიულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ასეთ თამაშში დაბრუნება რთულია. ეს აჩვენებს ჩვენს მენტალიტეტს და ძლიერ ხასიათს. ვულოცავ „შტურმის“ ოჯახს, ეს მშვენიერი იყო“, – თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა მეორედ მოიგო ავსტრიის თასი. გარდა ამისა, ავსტრიის ჩემპიონობის შანსიც აქვს, რადგან ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „შტურმი“ ლიდერია და კონკურენტ „ზალცბურგს“ 3 ქულით უსწრებს.